
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
სინოპტიკოსები თოვლთან ერთად, ნისლსა და ქარბუქსაც პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
,,ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.