თავში

"ვერ დაგტოვებთ ჩვენი იმედის გარეშე!" - სოფო ჯაფარიძემ "მედგიდის" ახალი ჯგუფი შექმნა

"ვერ დაგტოვებთ ჩვენი იმედის გარეშე!" - სოფო ჯაფარიძემ "მედგიდის" ახალი ჯგუფი შექმნა
ვერ დაგტოვებთ ჩვენი იმედის გარეშე! - სოფო ჯაფარიძემ მედგიდის ახალი ჯგუფი შექმნა

"მედგიდის" დამფუძნებელმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ "მედგიდის" დაბლოკვის შემდეგ ახალი ჯგუფი შექმნა. 

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"მედგიდელებო და არამარტო!

იქამდე, სანამ მედგიდი დაბრუნდება სოციალურ ასპარეზზე და განაგრძობს ჩვეული შემართებით თქვენს დახმარებას, ჩვენი გუნდი გთავაზობთ ახალ Facebook ჯგუფს! 

ჩვენთვის მედგიდის არსი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის გვერდით დგომაში იყო, შესაბამისად, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი არ ვაძლევთ თავს უფლებას ვიყოთ "უქმად".

არ და ვერ გტოვებთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში, ჩვენი იმედის გარეშე!

მთელი შემართებით ვცდილობთ ჯგუფის აღდგენას, იქამდე კი გელოდებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!მედგიდი შენთვის, ჩემთვის, ჩვენი ქვეყნისთვის!", - წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system