თავში

"ვერ დამისახელებთ საქმეში ვერცერთ მტკიცებულებას"- ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი

"ვერ დამისახელებთ საქმეში ვერცერთ მტკიცებულებას"- ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი
ვერ დამისახელებთ საქმეში ვერცერთ მტკიცებულებას- ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი

"თუ ძალით წამოიყვანა, ფიზიკური კონტაქტი უნდა ყოფილიყო ხო? ან ხელი გადაეგრიხათ, ან ეცემათ, აბა როგორ უნდა წაეყვანათ ძალით ამირხანაშვილი,"- ამის შესახებ გადაცემა "მთავარ აქცენტებში", გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა განაცხადა.

"უამრავი პასუგაუცემელი კითხვაა. პროკურატურამ წარმოაჩინა ისე, რომ თითქოს საქმე გახსნილია და დაკავებულები არიან მკვლელები და საქმეში არსებობს მტკიცებულებები. პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლადაც კი ვერ წარმოადგინა რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. ვერ დამისახელებთ საქმეში ვერცერთ მტკიცებულებას, ვერც მოწმის ჩვენებას, ვერც ვიდეო-აუდიო ცანაწერს, რომელიც ადასტურებს რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს,"- განაცხადა ადვოკატმა შოთა კახიძემ.

ამავე გადაცემაში, ნიკოლოზ რევაზიშვილის დედამ აღნიშნა, რომ რევაზიშვილმა დაინახა ოთხი ადამიანი გაქცეული, მაგრამ იყო თუ არა იქ შაქარაშვილი საერთოდ არ იცის.

"იცის რომ იყო ოთხი ადამიანი. მე მაინტერესებს რატომ ცვლის ამირხანაშვილი ჩვენებებს, მას შეეძლო რომ სიმართლე ეთქვა და გამოძიება სხვა კუთხით არ წაეყვანა. ვერ ვხვდები რამ და ვინ აიძულა ეს ბავშვი, რომ არასწორი ჩვენება მისცეს ფაქტობრივად. გვაქვს მისი სატელეფონო საუბარი, სადაც არც ჩვენებაა და არავინ ზეწოლას არ ახდენს, სადაც თავის მეგობართან საუბრობს. მოუსმინეთ და მიხვდებით, რომ ეს ბავშვი თავს იმართლებს იმისგან თითქოს, რატომ წამოყვა ამათ. იქ ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია,"- განაცხადა ეკატერინე წულუკიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system