თავში

ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლას, აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლაში - გამყრელიძე

ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლას, აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლაში - გამყრელიძე
ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლას, აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლაში - გამყრელიძე

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ყოველი 500 აცრილი ადამიანი საკუთარი თავის გარდა დამატებიტ 1 სიცოცხლეს გადაარჩენს. 

ამირან გამყრელიძემ ვაქცინირებულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აუცრელებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, რადგან ბავშებს დისტანციურ სწავლებასთან შეგუება უჭირთ.

„თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, ახლა 34%-ია, მარტო პირბადით, ჩვენ დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. 1000 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე, ახალი გაანგარიშებებით კიდევ უფრო ნაკლებიც. ახლა ამბობენ უკვე, რომ 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ, აცრის გარდა ვერაფრით დავამთავრებთ ამ პანდემიას. 4 ოქტომბრიდან სკოლები უნდა გაიხსნას. ხომ უნდათ ბავშვებს განათლება?! აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლებში, ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლებას და პრობლემებია. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ აიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system