თავში

ვერაფერს მიაღწევენ, "ქართული ოცნება" არჩევნებს მოიგებს - ირაკლი კობახიძე

ვერაფერს მიაღწევენ, "ქართული ოცნება" არჩევნებს მოიგებს
ვერაფერს მიაღწევენ, ქართული ოცნება არჩევნებს მოიგებს - ირაკლი კობახიძე

"სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის იმისთვის რომ მიაღწიოს მიზანს", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავების კომენტირებისას გააკეთა. 

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის დაკავების დროს დაცული იყო კონფიდენციალობა, რის გამოც ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა.

"კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით, ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალობა.

ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასა და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. არავითარი აქციის რესურსი, ქუჩაში გამოსვლის რესურსი, გადატრიალების რესურსი მათ არ აქვთ, ვერაფერს მიაღწევენ. "ქართული ოცნება" არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად, მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system