თავში

,,ვერაფერს დამალავთ!"- ინგა გრიგოლია შაქარაშვილის საქმეზე

,,ვერაფერს დამალავთ!"- ინგა გრიგოლია შაქარაშვილის საქმეზე
,,ვერაფერს დამალავთ!- ინგა გრიგოლია შაქარაშვილის საქმეზე

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გადაცემების თემა მანამდე არ შეიცვლება, სანამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.

,,აუ, დადეთ სიმართლე ამ პატარა ბიჭის სიკვდილზე, ხომ ხედავთ, ვერაფერს ფარავთ, ვერც ვერაფერს დამალავთ! უკვე ძალიან თეთრზე შავად იკითხება ყველაფერი. ყოველ მეორე დღეს უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ვერაფერი ჩაიფარცხება. საბედნიეროდ, არსებობს ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია, რომელიც ბოლომდე მიყვება გიორგი შაქარაშვილის საქმეს. დროზე გამოაქვეყნეთ ექსპერტიზის პასუხი და ყველა კითხვას გაეცით პასუხი. არ შევცვლით თემას, სანამ არ გაირკვევა სიმართლე", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system