თავში

ვეტერანების ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ვეტერანების ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ
ვეტერანების ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ვეტერანთა ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება. ისინი გაზრდილ სახელმწიფო დანამატს იანვრიდან მიიღებენ. ამის შესახებ ვეტერანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

"საზოგადოების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ვეტერანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. 

ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ვეტერანებზე ზრუნვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს. ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი. ჩვენი დანამატით იქნება ხუთჯერ გაზრდილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არა მხოლოდ დაფასება თქვენი ზრუნვის და მოღვაწეობის, არამედ არის ზრუნვა ჩვენს მომავალზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system