თავში

ვფიქრობთ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, საცხოვრებელი დაეტოვებინათ - კახა კუჭავა

ვფიქრობთ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულნი გახდ
ვფიქრობთ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, საცხოვრებელი დაეტოვებინათ - კახა კუჭავა

"ჩვენ, კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, საცხოვრებელი დაეტოვებინათ და ახლიდან დაეწყოთ ცხოვრება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. 

მისი თქმით, ეს დღე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია და სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება.

"თითოეული ჩვენგანის ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა გავუადვილოთ ცხოვრება იძულებით გადაადგილებულ პირებს და რაც მთავარია, შევძლოთ, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, ოჯახებს.

საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ და ვხედავთ, შევძლებთ დავასრულოთ ოკუპაცია და შევძლებთ, ყველა ადამიანის დაბრუნებას, ვინც იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა", - ნათქვამია კახა კუჭავას განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system