თავში

ვფიქრობთ, სხვანაირად ჩავერიოთ, თორემ დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში - მეუფე იაკობი

ვფიქრობთ, სხვანაირად ჩავერიოთ, თორემ დაღუპავენ საქართვე
ვფიქრობთ, სხვანაირად ჩავერიოთ, თორემ დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპისი იაკობი პოლიტიკურ კრიზისზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ პოლიტიკოსებს ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ, ეკლესიას კი, თუ ეს დასჭირდება, ბევრი ხალხის გამოყვანა შეუძლია.

მიტროპოლიტმა იაკობმა თქვა, რომ "თუ ასეთი იწილო-ბიწილოგ აგრძელდება", საქმეში ეკლესია ჩაერევა. 

„უფალსა და წმინდა ნინოს შევთხოვ, რომ ქართველებს, აბსოლუტურად ყველას, გონიერება და გონიერი გული გვქონოდეს ყველასთან, საქართველო ამ უმძიმესი მდგომარეობიდან შედარებით მშვიდობიანად გამოგვეყვანოს ყველას ერთად, იმიტომ, რომ რასაც ვუყურებ, რთულ სიტუაციაში ვართ და თუ ერთობა გვექნება, ადვილად გამოვალთ და თუ ასე, საზოგადოების პოლარიზება იყო, ეს იქნება ძალიან ცუდი თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს აქ ვინც ვცხოვრობთ, იმათ ყველაზე მეტად გვიჭირს და ღმერთმა მოგვცეს ერთობა და ერთსულოვნება. ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად. სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ.

დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს შერიგება, დიდი შერიგება. საქართველოს ყველა მოქალაქეს შორის უნდა მოხდეს შერიგება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აქვს ერთმანეთზე გულისწყვეტა და ამდენი ხანი გრძელდებოდეს ეს, ვერ განვვითარდებით. მე უბრალოდ, რადგან მინდა, რომ ყველა შერიგდეს, არავის გამოვყოფ და თვითონ ხომ იციან. ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში? ნება მაგათია, მაგრამ საერთოდ ასე ქუჩაში გამოტანა, ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა არ აქვთ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ახლა ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? უბრალოდ საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ რამდენჯერ მეტი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ, მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში. 

ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს, ვინც არ უნდა იყოს. არც პოზიციას და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ, ყოველი საქმის ბოლო დასაწისშივე უნდა ეძებოო და მე ვფიქრობ, ის არ იციან, მერე რა იქნება. ერთმანეთს დაეჯახენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანია და უფრო გამოცდილია. თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა!“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system