თავში

ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას - რუსთაველის თეატრი

ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას - რუსთაველის თეატრი
ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას - რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ გასულ ინტერვიუს, სადაც მსახიობი ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“ - ვკითხულობთ რუსთაველის თეატრის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. 

12 აპრილს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად სისტემატიურად უსწორდებოდა, მათ შორის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების შემდეგ. თუმცა, მსახიობი ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. 

თავად ზანგური ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილმა ცოლმა გადაცემაში თანხის მოგების მიზნით იცრუა. 

„ამ ყველაფერში იჭყლიტება ბავშვი, რომელიც ჩემი შვილია. რომ გადავხედოთ ჩემი ცხოვრების რითმსა და წესს თითით საჩვენებელი მამა ვარ და მეუღლე. რამენაირად გამოვავლენდი სხვაგანაც ამ მოძალადე სახეს [რომ ვიყო],“ – ამბობს ბესო ზანგური. 

მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ საუბრობდა მისი ყოფილი მეუღლე ამ საკითხზე ადრე. მისივე თქმით, თუ მის შვილებზე ამგვარი “ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა” არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს სარჩელით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system