თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი, 60 წლის ქალია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ქვეყანაში კორონავირუსით სულ 20 პაციენტია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3 695-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ჯამში 1534-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system