თავში

ვიდრე არ იქნება ავიარეისის კონკრეტული თარიღი, ვაქცინის ჩამოსვლის დროს არ დავასახელებ - გაბუნია

ვიდრე არ იქნება ავიარეისის კონკრეტული თარიღი, ვაქცინის ჩამოსვლის დროს არ დავასახელებ - გაბუნია
ვიდრე არ იქნება ავიარეისის კონკრეტული თარიღი, ვაქცინის ჩამოსვლის დროს არ დავასახელებ - გაბუნია

მიმდინარეობს კონსულტაციები, როდის იქნება ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის კონკრეტული თარიღი, - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გარკვეული ვადების დაანონსება და გადავადება საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, რის გამოც ის ამჯერად თავს იკავებს თარიღის დასახელებისგან იქამდე, ვიდრე კონკრეტული რეისი არ დაინიშნება, რომლითაც ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა. 

„კოვაქსის“ პლატფორმასთან თანამშრომლობის შედეგად, იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ჩვენთან თანამშრომლობს, მაქსიმალური მცდელობის პირობებში, პირველი გარანტირებული განცხადება იყო თებერვლის ბოლო, თუმცა მწარმოებლის შეფერხებიდან გამომდინარე, ამ ვადამ გადაიწია, რაც არ არის ჩვენი კონკრეტული პრობლემა. ეს პრობლემა არის ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მსგავს სიტუაციაშია „კოვაქსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, მაგრამ გადავადების ხანგრძლივობა გვპირდებიან, რომ იქნება ხანმოკლე და ჩვენ შეპირებულ 30 ათას დოზას, რაც ვაქცინაციის დაწყების საშუალებას მოგვცემს, მივიღებთ ძალიან მალე. როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითიც ჩამოვა ეს ტვირთი აქ, უკვე ძალიან რთულია და მე მესმის დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დაანონსება, მაგრამ რეალურად, პროცესი მიდის, ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და ვაქცინას ქვეყანა აუცილებლად მიიღებს“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system