თავში

"ვიგინდარა ივანიშვილებს უნდა სცოდნოდათ, რომ ჩემთან მუქარა არ გადის" - ვინ დაურეკა ლაშა ჩხარტიშვილს

"ვიგინდარა ივანიშვილებს უნდა სცოდნოდათ, რომ ჩემთან მუქარა არ გადის"
ვიგინდარა ივანიშვილებს უნდა სცოდნოდათ, რომ ჩემთან მუქარა არ გადის - ვინ დაურეკა ლაშა ჩხარტიშვილს

ვიგინდარა ივანიშვილებს უნდა სცოდნოდათ, რომ ჩემთან მუქარა არ გადის და პირიქით, ორმაგ პასუხს იღებენ. შესაბამისად, ეს ზარი იყო მზრუნველობის შირმის ქვეშ გახვეული უტიფრობის მწვერვალი, - ამის შესახებ Report.ge-ს "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, რომელმაც  სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ მასაც დაურეკეს და ბერას შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. 

როგორც ჩხარტიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის  ის არ გაასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომელმაც დაურეკა, თუმცა მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, ამ საუბრის აუდიო ფაილები, აუცილებლად გასაჯაროვდება. 

"მე ყველა ხელისუფლების ოპონენტი ვიყავი და უნდა სცოდნოდათ ვიგინდარა ივანიშვილებს, რომ ჩემთან მუქარა არ გადის და პირიქით, ორმაგ პასუხს იღებენ. შესაბამისად, ეს ზარი იყო უტიფრობის მწვერვალი, რა თქმა უნდა მზრუნველობის შირმის ქვეშ გახვეული, თითქოსდა ჩემი ზრდილობით აღფრთოვანებული რეკავდა უმაღლესი ხელისუფლების პირებთან დაახლოებული ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს და საუბრობდა იმაზე, რომ ჩემი მხრიდან უხერხული იყო საპასუხო, თუნდაც ნახევრად გინების, ნახევრად შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელსაც მე გუშინ სათავე დავუდე. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ბერამ ფაქტობრივად მთელს ქვეყანას გვაგინა და დაგვემუქრა, მათ შორის, იმედის ეთერითაც. შესაბამისად ეს პასუხი საჭირო იყო და გავაგრძელებ ამ პასუხის გაცემას, ივანიშვილები იმსახურებენ გინებას მანამდე, სანამ არ შეწყვეტენ ადამიანების დევნას, გინებას და საჯაროდ მუქარას.

სანამ თავად ბერა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი არ მოიხდიან ბოდიშს, მანამდე ბუნებრივია, ისინი მიიღებენ საპასუხო რეაქციას ყველა ძალადობაზე, გინებაზე და მუქარაზე, რომელსაც ისინი არ ერიდებიან. ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, ფაილი შენახული მაქვს ჩანაწერის სახით, მაგრამ რადგან ეს ყოველივე შეფუთული იყო მზრუნველობით თავს ვიკავებ გასაჯაროებისგან, მაგრამ თუ ვინმემ კიდევ გაბედა დარეკვა, ეს ყველაფერი გასაჯაროვდება", - განუცხადა Report.ge-ს ლაშა ჩხარტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system