თავში

ვიმედოვნებთ, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა - "რიონის ხეობის მცველი"

ვიმედოვნებთ, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა - "რიონის ხეობის მცველი"
ვიმედოვნებთ, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა - რიონის ხეობის მცველი

გვაქვს პოზიტიური განწყობები გუშინდელი შეხვედრიდან, რადგან ვნახეთ ხელისუფლების მიერ დათმობილი პოზიციები, შერბილებული ტონი, ის დამოკიდებულება, რომელსაც ითხოვს დემოკრატიული საზოგადოება, - ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველმა" მირზა ნოზაძემ განაცხადა.

ნოზაძის თქმით, თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს და მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბური იქნება.

"ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ისინი დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, რომ გუშინდელი შეხვედრა არ დაემსგავსოს შეხვედრას შეხვედრისთვის. გვაქვს პოზიტიური განწყობები გუშინდელი შეხვედრიდან, რადგან ვნახეთ ხელისუფლების მიერ დათმობილი პოზიციები, შერბილებული ტონი, ის დამოკიდებულება, რომელსაც ითხოვს დემოკრატიული საზოგადოება. მაგრამ ის შეფასებები, რომელიც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, არის მხოლოდ შეხვედრის შეფასება და არა მოლოდინების, რადგან ჩვენ აუცილებლად ვრჩებით პრინციპულები. შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების არ დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი რა თქმა უნდა გაგრძელდება და გაიზრდება. რა თქმა უნდა, ისინი გვიხილავენ თბილისში", - განაცხადა მირზა ნოზაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system