თავში

ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის - დაშბაშის კანიონზე ინფრასტრუქტურა ახლდება

ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის - დაშბაშის კანიონზე ინფრასტრუქტურა ახლდება
ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის - დაშბაშის კანიონზე ინფრასტრუქტურა ახლდება

საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, ალგეთის ეროვნულ პარკში "დაშბაშის კანიონზე 83 ჰა მიწის ნაკვეთზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. "ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის", - ოფიციალური Facebook გვრედით მოუწოდებს ქვეყნის მთავრობა თანამოქალაქეებს. 

"დაშბაშის კანიონზე“ უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია. სამუშაოების მიმდინარეობა პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. „დაშბაშის კანიონის“ ფართობი 669 ჰექტარია და ევროპის ყველაზე დიდ კანიონებს შორისაა.

კომპანია KASS LAND ასევე ლაგოდეხში ახორციელებს უნიკალურ პროექტს - მოეწყობა კენწეროების ბილიკი, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთი იქნება, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 10 მსგავსი ბილიკი არსებობს", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system