თავში

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება
ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა, 11 პაციენტის წყარო უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, ხოლო 2 შემთხვევა იმპორტირებულია და ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 3-თან მიმდინარეობს წყაროსა და კონტაქტების კვლევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და 1,306-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ით გაიზარდა და 1,085-ია.

კარანტინის რეჟიმშია 7635, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 334 ადამიანი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system