თავში

ვინ არიან კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები

ვინ არიან კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები
ვინ არიან კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 9 კაფე-საკონდიტრო "დონას" ე.წ. კლასეტს უკავშირდება. 8 ადამიანი დაავადებულთან კონტაქტით დაინფიცირდა. 1 კი, რუსთავის "ავერსის" კლინიკის თანამშრომელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა. 

ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ ერთის წყაროა უცნობი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. 

„კოვიდინფქცია დადასტურდა 25 პაციენტთან. მათგან ცხრა არის ცნობილი "დონას" კლასტერიდან, რვა ინფიცირებულებთან კონტაქტია, აქედან სამი იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის ერთი სატვირთოს მძღოლია. ერთი რუსთავის "ავერსის“ თანამშრომელია, ერთი შემთხვევა გავქვს მხოლოდ, რომელზეც არ არის დადასტურებული წყარო და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system