თავში

ვინ არის 24 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

ვინ არის 24 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
ვინ არის 24 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ 24 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

გარდაცვლილი თეა ბარამიძე გონიოდან იყო და ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსზე სწავლობდა. 

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ, ქორწილში დაინფიცირდა. 

"როგორც ვიცი ქორწილის კლასტერია, ქორწილში იყო და იქ დაინფიცირდა, რომ დამძიმდა ბათუმში წაიყვანეს, მაგრამ მე ასე გავიგე, რომ ადგილები არ იყო და ქუთაისში გადაიყვანეს" - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. 

ქუთაისის კლინიკა ბომონდის კოვიდგანყოფილების მენეჯერის, მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს. გადაუდებელი მდგომარეობის გამო, 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას ფილტვების 70% ჰქონდა დაზიანებული. ორსულს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ინფიცირებული არ არის.

"კატასტროფის ბრიგადის მიერ ბათუმის სამშობიარო სახლიდან იქნა გადმოყვანილი 24 წლის გოგონა, 36 კვირის ორსულობის ვადაზე, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა საკეისრო კვეთა. დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ მელოგინე გადაყვანილ იქნა რეანიმაცია-ინტერნსიურ თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე გუშინ ეს გოგონა გარდაიცვალა. ის აცრილი არ იყო",- ამბობს მამია ყიფიანი კლინიკა "ბომონდის" კლინიკური მენეჯერი. 

24 წლის 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system