თავში

ვინ არის ამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგარდა

ვინ არის ამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგარდა
ვინ არის ამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგარდა

ამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგაზრდა ვლასი აბუთიძეა. ამბროლაურის მერის, ზვიად მხეიძის ინფორმაციით, აბუთიძე ამბროლაურში კოტეჯს ფლობდა.

მერის თქმით, მას კონფლიქტი იმერეთიდან ჩამოსულ დაქირავებულ მუშებთან მოუვიდა. 

"გავიგე რომ რაღაც შელაპარაკება მოხდა. ის იყო კოტეჯის მფლობელი. დაკავებულები არიან. ვიღაც იმერლები არიან, ადგილობრივები არ არიან. მუშები არიან მგონი, კერძო სამუშაოებს ასრულებდნენ სოფელში. 2 პიროვნება იყო და ორივე დაკავებულია", - ამბობს ამბროლაურის მერი ტელეკომპანია "ფორმულასთან". 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ორი პირი.

შეგახსენებთ, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში დღეს 29 წლის კაცი საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system