თავში

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მეოთხე ადამიანი

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მეოთხე ადამიანი
ვინ არის საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მეოთხე ადამიანი

კორონავირუსით გარდაცლილი მეოთხე პაციენტი 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 დღის წინ შეიყვანეს. 

"პაციენტის დიაგნოზი: COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 18:00 საათზე," - აღნიშნულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, გამოვლინდა 314 ახალი შემთხვევა. ასევე დღეს დაფიქსირდა ერთ დღეში COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გარდაიცვალა 4 პაციენტი, ჯამში გარდაცვლილია 36 ადამიანი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5866 შეადგენს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system