თავში

ვინ დაჭრეს რაგბის კავშირში და როგორია მისი მდგომარეობა - PHOTO

ვინ დაჭრეს რაგბის კავშირში და როგორია მისი მდგომარეობა - PHOTO
ვინ დაჭრეს რაგბის კავშირში და როგორია მისი მდგომარეობა - PHOTO

რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მორაგბე 32 წლის რამაზ ხარაზიშვილია. ის სარაგბო კლუბ "იუნკერების" კაპიტანია. სპორტსმენმა 3-ჯერ იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა, უკვე მე-8 წელია საქართველოს შვიდკაცა ნაკრების წევრია და კლუბის გარდა, მისი კაპიტნობაც დაიმსახურა.

როგორც ,,კავკასიის მედიცინის ცენტრის" დირექტორი, ნათია ნუცუბიძე აცხადებს, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი საოპერაციოშია გადაყვანილი. 

"შემოყვანილია მამაკაცი, მარცხენა წვივის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობით. პაციენტი სტაბილურია, ჩაუტარდა სრული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევა, საოპერაციოშია გადაყვანილი, სადაც მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. ძვლები დაზიანებული არ არის, მოხდება უცხო სხეულის ამოღება”, - განაცხადა ნათია ნუცუბიძემ. 

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system