თავში

,,ვინმე მიხედავს ამ კატასტროფას?!" - ვაშლიჯვართან მეწყერი ჩამოწვა - PHOTO

,,ვინმე მიხედავს ამ კატასტროფას?!" - ვაშლიჯვართან მეწყერი ჩამოწვა - PHOTO
,,ვინმე მიხედავს ამ კატასტროფას?! - ვაშლიჯვართან მეწყერი ჩამოწვა - PHOTO

თბილისში, ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

,,ეს არის კატასტროფა ,რაც ელის ამ უბანს...საერთოდ ამ ტერიტორიებზე, ნუცუბიძის ფერდობებზე და ვაშლიჯვრის გზის მიმდებარედ, სრული განუკითხობა... ისტერიული ბურღვა, დაბეტონება. ფერდობებს თხიან და ანაცვლებენ სულ 20 სართულიანი კორპუსებით, ეზოც რომ არ აქვთ უმეტესობას... ეკოლოგიური კატასტროფა სახეზეა! მაინცდამინც ადამიანები უნდა დაიღუპონ, რომ დასრულდეს ეს საგიჟეთი?! რა ელის სხვა ტერიტორიებს ?! ვინმე აგებს ამაზე პასუხს, ტერიტორიებს, სადაც დასახლებაა, იგივე რომ მოხდეს?! ასევე, თხრიან მე-3 და მე-4 მიკრორაიონს შორის, მთელი ფერდობის ძირს, სადაც სამშენებლო ტექნიკაც კი ვერ შედის. ხელოვნურად, ნაყარი მიწით შექმნეს ჩასასვლელი გზა ხრამში! დანაშაულია ეს ,,არქიტექტურული აგრესია'' უკვე! ყველა ხედავს როგორ ყოველდღიურად პატარავდება ლისის ტბა, ვინც აქ ვცხოვრობთ, ვხედავთ, ფუნდამენტის ამოთხრის დროს, ყველგან წყალი გადმოედინება კლდეებიდან, არაა გასაკვირი ამიტომ, რაც ლისის ტბას ჭირს. ვინმე მიხედავს ამ კატასტროფას!!? დროზე შეაჩერეთ, ეს დანაშაულებრივი ქმედებაა უკვე! ფოტოებში რაც ჩანს, საშინელი სანახავია ნამდვილად!", - წერს ლალი გამგებელი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system