თავში

,,ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს ამაზრზენი საქციელი" - კვიცარიძე ცერცვაძეს უპირისპირდება

,,ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს ამაზრზენი საქციელი" - კვიცარიძე ცერცვაძეს უპირისპირდება
,,ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს ამაზრზენი საქციელი - კვიცარიძე ცერცვაძეს უპირისპირდება

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ექიმი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და კოლეგას, გიორგი კანდელაკს სოლიდარობას უცხადებს. 

ირმა კვიცარიძე თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს.

,,კოლეგებო, ახლახანს შევიტყვე რომ ბატონი თენგიზ ცერცვაძის მორიგი 1937 წლის რეპრესიების სტილში დაწერილი "ანონიმკის" ადრესატი, ჩვენი კოლეგა გიორგი კანდელაკია. მეტიც თუ ბატონი თენგიზის მიერ ჩვენთვის მოძღვნილი წერილები მხოლოდ სალანძღავ და შეურაცხმყოფელ "იდეებს" შეიცავდა, გიორგი კანდელაკს პირდაპირ ემუქრება. ჩვენ მოგვწვდა ღვარძლით, ჩვენი ქართველი კოლეგები კი ფაქტიურად რეპრესიებში ყავს.

ბევრმა გაატარა ბატონი თენგიზის შემოტევა, ერთმა კოლეგამ გერმანიიდან მას ბოდიშებიც მოუხადა და ჩვენ მიგვალანძღა ბატონი თენგიზის გულის მოსაგებად.

მე პირადად არ ვაპირებ რომ ჩემი რეპუტაციის შელახვა და მის მიერ ჩემი სიცრუეში დადანაშაულება მას ასე გავუტარო.

ბატონო თენგიზ, შესაძლოა, ჩემს სამშობლოში დღეს ექიმს არავინ არ იცავს და ისინი თქვენნაირებს მძევლად ჰყავს აყვანილი, მაგრამ ის ქვეყანა თქვენ რომ სამოთხედ მოიხსენიეთ, დიახ ჩვენთან ავსტრიაში, იცავს და უფრთხილდება მის ექიმებს, ავსტრიის კანონმდებლობა იცავს ექიმს, მის უფლებებს და ექიმის რეპუტაციას. 

გადაწყვეტილი მქონდა თქვენთან პროფესიულ ჩარჩოებში დებატები. აღარ ვაპირებ. თქვენ იუსტიციის ენით გჭირდებათ საუბარი, რასაც ჩემი ადვოკატი გააკეთებს.

ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს ამაზრზენი საქციელი.

კოლეგებო ნუ ხართ დამუნჯებული! სადაა თქვენი სოლიდარობა?!
ჩემი სოლიდარობა გიორგი კანდელაკს!",
- წერს სოციალურ ქსელში ირმა კვიცარიძე.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ექიმ გიორგი კანდელაკს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

ცერცვაძის განცხადებით, გიორგი კანდელაკის განცხადებები სცდება არაკორექტულობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system