თავში

გედევან ფოფხაძე კორონავირუსისგან განიკურნა

გედევან ფოფხაძე კორონავირუსისგან განიკურნა
გედევან ფოფხაძე კორონავირუსისგან განიკურნა

გედევან ფოფხაძე კორონავირუსისგან განიკურნა, - ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს თავად პოლიტიკოსმა დაუდასტურა. პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

„ჩამიტარეს ტესტირება და ინფექციის მატარებელი აღარ ვარ. დღეს გამომწერეს საავადმყოფოდან და ამ დროისთვის ვიმყოფები სახლში. დროებით ვიქნები თვითიზოლაციაში და დავაკვირდები საკუთარ თავს. დაახლოებით ბოლო 7-8 დღეა, რაც კორონავირუსის სიმპტომები აღარ მქონდა“, - განუცხადა გედევან ფოფხაძემ report.ge-ს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system