თავში

ვის უთხრა თამარ ბაჩალიაშვილმა, რომ ორი დღე არ დაკავშირებოდა - ახალი გარემოებები

ვის უთხრა თამარ ბაჩალიაშვილმა, რომ ორი დღე არ დაკავშირებოდა - ახალი გარემოებები
ვის უთხრა თამარ ბაჩალიაშვილმა, რომ ორი დღე არ დაკავშირებოდა - ახალი გარემოებები

თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე უახლოესი მეგობარი გააფრთხილა და უთხრა, რომ ორი დღის განმავლობაში არ შეხმიანებოდა. ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის დედა, თეონა თამაზაშვილი საუბრობს. 

,,მეგობრისთვის უთქვამს, ორი დღე არ შემეხმიანო, ძალიან ბევრი საქმე მაქვსო" - აცხადებს თეონა თამაზაშვილიგადაცემა ,,პოსტ ფაქტუმის" ანონსში, საქმეში სხვა საეჭვო გარემოებაზეცაა საუბარი. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის დროს სოფლებში დენი გაითიშა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, შესაძლოა, აღარც არსებობდეს. როგორც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ,,ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი უკვე დაგეგმილია".

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system