თავში

"ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში"

"ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში"
ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში

ტელე-წამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში მამის ვიდეოს აქვეყნებს, პოსტიდან ირკვევა, რომ მამამისს, რომელიც ტელე-წამვანმა პანსიონატში მიიყვანა, ალცჰაიმერის დაავადება აქვს. 

“ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში.
თქვენ გექნებათ იზოლირებული ოთახი და ტელევიზორი, კვება თავისთავად.
მამას ალცჰაიმერი აქვს.
ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით.
ვისაც შეხება არ ქონია ამ დიაგნოზთან, რთულად გაიგებს მის ხასიათს, რომელიც ფაზებით ხასიათდება. თავიდან შეუმჩნევლად მიდის ყველაფერი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ ჩიხში ხარ!
დღეს მამაჩემისთვის ხან მისი და ვარ, ხან მეუღლე, ხანაც სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი...
“უკანასკნელ ცნობებში” ნახა თითქოს მისმა დამ ქონება დაუყადაღა.
ჩემი შვილი ლილუ “რა ლამაზი ქალი” ა
მე ქვეშ-ქვეშა ვარ
გიორგი გახარია მის ოთახში ატარებს ბრიფინგებს.
და ა.შ ...
ჰოო დისტანციურად “საყვარლობაა”
და ასევე დისტანციურად მისი მოვლა ჯოჯოხეთი!
მამას, თუნდაც მომვლელთან ერთად სახლში მარტო დატოვება რისკია! დამალული გასაღები, ასანთი, პულტები, გამოკეტილი ოთახი......... ჩემთან ინტენსიური რეკვა....... ღამე ....... ამიტომ წავიყვანე პანსიონატში სადაც “მისნაირები” ცხოვრობენ.

ახლა მამაჩემი თავს არაჩეულებრივად გრძნობს, მღერის, უკრავს, ცეკვავს, ლექსებს კითხოლობს, ქალი მოსწონს, ქალებს მოსწონთ, ლექციებს კითხულობს, რთული პაციენტები ყავს, ოპერაციებს გეგმავს და რაც მთავარია ხელფასი აქვს. ის დღეს ბედნიერია და ამისთვის დიდი მადლობა მაიას.
ეს - მაიაკოვსკის ქართულ-რუსული ლექსი, დაკვრა და მედიცინაა მისი მთავარი ვნება ახლა
ძალიან ნუ გადამირბენთ“
- წერს ხაზარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system