თავში

ვისაც ჰქონდა დაგეგმილი ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია, იყოს მშვიდად - მინისტრი

ვისაც ჰქონდა დაგეგმილი ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია, იყოს მშვიდად - მინისტრი
ვისაც ჰქონდა დაგეგმილი ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია, იყოს მშვიდად - მინისტრი

არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხდა. თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ახალი რეგულაცია შეეხება სუროგაციის სერვისით მოსარგებლე წყვილებს და ამიერიდან მათ თანაცხოვრების ნამდვილობის დადასტურება მოუწევთ.

მისი თქმით, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. 

მე მინდა გამოვეხმაურო მედიაში ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას. ამ ყალბი ინფორმაციის უკან ჩემი აზრით დგანან ის კერძო კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს იღებენ სუროგაციის გზით უცხოელი წყვილების საქართველოში შემოყვანით, ანუ როდესაც ხდება სუროგაციის გზით ბავშვების გაჩენა საქართველოში და შემდეგ მათი ქვეყნიდან გაყვანა. არავითარ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს, არ აქვს უფლებამოსილება ხელოვნური განაყოფიერების საკითხები დაარეგულიროს. შესაბამისად ვერ განხორციელდებოდა ის, რისი უფლებამოსილებაც მინისტრს არ აქვს. ამიტომ, არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის. ეს არის ყალბი ინფორმაცია და მე მინდა ყველა ექიმს მოვუწოდო, პაციენტებს ნუ აშინებენ და ნუ ეუბნებიან, რომ როდესაც სპერმისა და კვერცხუჯრედისგან ხდება ემბრიონის შექმნა სხეულის გარეთ და შემდეგ ბრუნდება დედის სხეულში ემბრიონი, ამ სფეროში არავითარი ახალი წესი შემოტანილი არ არის და ვერ იქნება, მით უმეტეს იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც არ არის უფლებამოსილი უწყება. ახალი წესი, რომელიც იქნა შემოტანილი ეხება სუროგაციას. სუროგაციაში გვაქვს ასეთი ვითარება, რომ 100 პროცენტი იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში ითავსებს ანაზღაურების სანაცვლოდ სხვა ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრიონს, ასეთი სუროგატი დედების 100 პროცენტი არის საქართველოს მოქალაქე. ხოლო ის წყვილები, 98% და მეტი ვინც საქართველოში სუროგაციის სერვისით სარგებლობს, არის უცხოელი. შესაბამისად, შემოდის წესი, სადაც წყვილი იქნება კვლავაც გაგებული ისევ როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე ახალი წესი არის ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან ფიქტიური წყვილები, ვინც დანაშაულის მიზნისთვის ქმნის საქართველოში ბავშვს და გაჰყავს საქართველოს გარეთ. ამიტომაც მოვითხოვთ პირველი სექტემბრიდან ნოტარიუსთან მისული უცხოელი წყვილი ან შერეული წყვილები, ერთი წელი მაინც ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს ერთად, ქორწინებით ან ქორწინების გარეშე, რომ ჩვენ სახეზე გვქონდეს წყვილი, რომელსაც მართლა სურს ბავშვის ყოლა და აღზრდა, აქვს ან არ აქვს უშვილობის პრობლემა, მაგრამ სუროგაციის გზით უნდა ჰყავდეს შვილი აღსაზრდელად და არა იმისთვის, რომ გაიყვანოს საქართველოდან და შემდეგ ამ ბავშვის უფლებები დაირღვეს. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. ყველა ის ქალი იქნება დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება მათთან მიმართებაში იუსტიციის მინისტრი ვერავითარ ახალ წესს ვერ შექმნიდა, შეუძლიათ იყონ მშვიდად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system