თავში

ვისგან შეეძინა სოფო ნიჟარაძეს შვილი

ვისგან შეეძინა სოფო ნიჟარაძეს შვილი
ვისგან შეეძინა სოფო ნიჟარაძეს შვილი

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შვილი შეეძინა. გოგონას ელე-მარიამი დაარქვეს. 

მომღერალმა შეერთებული შტატების ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. როგორც report.ge-ს წყარომ განუცხადა, ნიჟარაძე შტატებში რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა. 

აღსანიშნავია, რომ მომღერლის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უკანასკნელ თვეებში სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელებში აქტიურობა შეწყვიტა. ის საკუთარ ფოტო და ვიდეო მასალებს აღარ აქვეყნებდა. ამ ეტაპზე, ბავშვის მამის ვინაობა არ მჟღავნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system