თავში

ვისია ზებრა - საგზაო უსაფრთხოება სკოლებში

ვისია ზებრა - საგზაო უსაფრთხოება სკოლებში
ვისია ზებრა - საგზაო უსაფრთხოება სკოლებში

მიგრაციის ცენტრის ორგანიზებით თბილისში გაიმართა დისკუსია თემაზე ,,საგზაო უსაფრთხოება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან".  ღონისძიება პროექტ ,,ზებრა ჩვენია, შეჩერდი ბორბალო"-ს ფარგლებში ჩატარდა. სატრანსპორტო სფეროს უცხოელმა ექსპერტებმა წარმომადგენლებმა მასმედიის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგზაო უსაფრთხოების გერმანული და შვეიცარიული მოდელი გააცნეს. 

საკუთარი ქალაქის ციურიხის გამოცდილება გაგვიზიარეს ვერნერ ბრუკსიმ, ციურიხის საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა და მიხაელ გაილერიმ, გერმანიის საგზაო მოძრაობის საბჭოს წარმომადგენელმა. 

ბრუკსიმ თავის გამოსვლაში ქალაქის სატრანსპორტო კვანძების დაგეგმარების ძირითად ასპექტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებსა და საგზაო დაგეგმარების სამსახურებს და პოლიციას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

,,საგზაო უსაფრთხოების მისაღწევად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი: ინფრასტრუქტურის გამართულობა, განათლება, დახვეწილი კანონმდებლობა და აღსრულება. მნიშვენელოვანია, როგორია გზა, რომელსაც ჩვენი პატარები სახლიდან სკოლამდე გადიან, რამდენად არიან ისინი დაცული და რა ზომებს იღებს სახელმწიფო მათ დასაცავად. შეიძლება, ეს გზა არ არის მოკლე, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო! ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი დაგვეწესა. ჩვენი მზაობა მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვმა დამოუკიდებლოდ შეძლოს გადაადგილება სახლიდან სკოლამდე, რაც ჩვენს ქალაქში განათლების ხელშეწყობით მივაღწიეთ. ამ გამოცდილებას უკვე მსოფლიოს ბევრ ქალაქს ვუზიარებთ, მათ შორის თბილისს, სადაც საგზაო უსაფრთხოება რეფორმას საჭიროებს", - განაცხადა ვერნერ ბრუკსმა.  

საილუსტრაციოდ, მან სტუმრებს თბილისის რამდენიმე ქუჩის სკოლებსა და ბაღების სიახლოვეს მდებარე ზებრა გადასასვლელების ვიდეო-კოლაჟი აჩვენა - მაგალითი, როგორიც არ უნდა იყოს ზებრა ქალაქში. 

,,პრობლემა არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას ამ ტიპის გადასასვლებებს, არ არის შესაბამისი განათლება, რის გამოც თბილისში პატარების გასავლელი გზა სახლიდან სკოლამდე არ არის უსაფრთხო", - ასე შეაფასა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობა ციურიხის საგზაო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა.

პროექტის ავტორია ,,მიგრაციის ცენტრი" და ,,ინიციატივები გლობალური თანამშრომლობისთის" კონსტანციდან, გერმანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system