თავში

ვისთვის იქნება კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში

ვისთვის იქნება კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში
ვისთვის იქნება კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში

შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალლობის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელიც.

,,დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ. ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system