თავში

ვითარება გელათში - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ვითარება გელათში - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ვითარება გელათში - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თვითნებურად გადაადგილების ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გელათში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებზე ასასვლელი არაუფლებამოსილი პირებისთვის იკეტება. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებაში პასუხობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის, თითქოს მხატვრობის ნაწილი ჩამოიშალა. მათივე თქმით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.

„სინამდვილეში კი, გუშინ ადგილზე იმყოფებოდა სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფი. ვითარების გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლიას“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს და რასაც მედიასაშუალებები იყენებენ, უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა, წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ შეიმჩნევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system