თავში

ვითარება ლენტეხში სადაც სტიქიას მესამე დღეა ებრძვიან

ვითარება ლენტეხში სადაც სტიქიას მესამე დღეა ებრძვიან
ვითარება ლენტეხში სადაც სტიქიას მესამე დღეა ებრძვიან

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურას ადიდების შედეგად, სოფელთან მისასვლელი გზა კიდევ ერთხელ დაზიანდა.

გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მძიმე ტექნიკა ოთხ სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას ცდილობს.

ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე: ლასკადურა, ჩორშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system