თავში

ვითარება რუსთაველის გამზირზე - PHOTO

ვითარება რუსთაველის გამზირზე
ვითარება რუსთაველის გამზირზე  - PHOTO

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ დროისათვის სრული სიმშვიდეა. პარლამენტის წინ რამდენიმე კარავი რჩება. რუსთაველის გამზირზე თავისუფალია სატრანსპორტო მოძრაობა.

აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. მანამდე კი, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37 პირი დააკავა.

მათ შორის არიან: მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს პარლამენტის შესასვლელები, რომლებიც აქციის მონაწილეების მიერ პიკეტირებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system