თავში

,,ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ბევრი მლანძღავს, ბევრი მამხნევებს..."- გამყრელიძე

,,ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ბევრი მლანძღავს, ბევრი მამხნევებს..."- გამყრელიძე
,,ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ბევრი მლანძღავს, ბევრი მამხნევებს...- გამყრელიძე

„ჩემი თხოვნაა, დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რომ არ არის მარტივი, მაგრამ ახლა აუცილებელია. ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ბევრი მლანძღავს, ბევრი შემართებისთვის მამხნევებს, მაგრამ ახლა არ არის სხვადასხვა პოზიციების დრო, რადგან რთული პერიოდია ქვეყანაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რთული ახალი წელი მოდის როგორც საქართველოსთვის, ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის.

,,სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სექტემბრის 10-მდე მივდიოდით კარგად და ახლა ვართ ისევ პირველ ადგილზე, ოღონდ სხვა მხრივ, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია. პირდაპირ გეტყვით, ძალიან საგანგაშო რიცხვებია, რასაც ყველამ უნდა გავუწიოთ ანგარიში და ახლა ამ ორი თუ სამი კვირის განმავლობაში, 24 დეკემბრამდე გავუძლოთ ამ სირთულეებს, სხვა გამოსავალი არაა, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები მკაცრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system