თავში

,,ვიცით, რომ არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს, მათი პრობლემებიც გადაიჭრება" -სიმონიშვილი

,,ვიცით, რომ არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს, მათი პრობლემებიც გადაიჭრება" -სიმონიშვილი
,,ვიცით, რომ არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს, მათი პრობლემებიც გადაიჭრება -სიმონიშვილი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი! მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2021 წელი ყოველი თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის!

2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ათასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის ცხოვრება შეიცვალა, გაუჩნდათ საკუთრება და მომავლის რწმენა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

ვიცით, რომ კვლავაც არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, მათი პრობლემებიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, კეთილდღეობასა და წარმატებას გისურვებთ!“, - აღნიშნულია ბესარიონ სიმონიშვილის მილოცვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system