თავში

,,ვაქცინის არასამართლიანი განაწილება მოხდა" - ხუნდაძე

,,ვაქცინის არასამართლიანი განაწილება მოხდა" - ხუნდაძე
,,ვაქცინის არასამართლიანი განაწილება მოხდა - ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,,  დიმიტრი ხუნდაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, თებერვლის ბოლოს "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში ვეღარ შემოვა. 

მისი თქმით, ფინანსურად ძლიერი ქვეყნების მიერ ვაქცინის არასამართლიანი განაწილება მოხდა.

,,თებერვლის ბოლოს მცირე, მაგრამ ,,ფაიზერის" პირველი პარტია უნდა შემოსულიყო ქვეყანაში. მინდა დავაზუსტო, რომ ეს პრობლემა არის არამარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად, რადგან მწარმოებლები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ასევე, გარკვეული არასამართლიანი გადანაწილებაც მოხდა, ეს აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმაც, რომ დიდმა, ფინანსურმა ძლიერმა ქვეყნებმა, პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარ ქვეყანას მიანიჭეს და საერთო პანდემიის მართვის წესი არ გაითვალისწინეს. 

მოთხოვნა, რაც იყო ზოგადად ჩვენს სახელმწიფოს დაკმაყოფილებული აქვს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

მისივე თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში მთლიანად აღებული, მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია ვაქცინირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system