თავში

"ვკოცნოთ ყველა და ყველაფერი, ვინც გვეკოცნება და რაც გვეკოცნება" - ნათია ფანჯიკიძე

"ვკოცნოთ ყველა და ყველაფერი, ვინც გვეკოცნება და რაც გვეკოცნება" - ნათია ფანჯიკიძე
ვკოცნოთ ყველა და ყველაფერი, ვინც გვეკოცნება და რაც გვეკოცნება - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც 2022 წლის დადგომას ეხმაურება:

"რა გისურვოთ 2022-ში? სიცოცხლის სიხარული, უპირველესად სიხარული, მიუხედავად ყველა სტრესისა, ტკივილისა, მწუხარებისა, ეს ყველაფერიც ხომ სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. 

სანამ ხარ, გტკივა და რამდენჯერაც გეტკინება, იმდენჯერ ხარხარი უნდა დააყოლო ამ ცოტა სასტიკ თამაშს, სახელად სიცოცხლეს, რომელშიც ჩაგვითრიეს და რომელიც ასე ვნებიანია და აზარტული. 

სავსე იყოს ეს წელი ამბებით, რომელშიც ჩვენი ხელი გაერევა მეტად, სურვილებით და მიზნებით.

ვატაროთ მონატრება, ყველასი, ვინც ჩვენ კანქვეშაა სამუდამოდ და ვკოცნოთ ყველა და ყველაფერი, რაც აქ დაგვრჩა, ვინც გვეკოცნება და რაც გვეკოცნება. 

და კიდევ ფანტაზიას, შექმნით გატაცებას გისურვებთ უხვად. 

რასაც დაინახავთ, თქვენ ჭკუაზე რომ მისცეთ ფორმა. აი ასე დაახლოებით, - ვააა, ღმერთო, თოვლი მოიყვანე? რა კარგი მასალაა, მე ამისგან გავაკეთებ.... ბევრს თუ ვერაფერს, რა თქმა უნდა, სიყვარულს", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system