თავში

ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია - შსს

ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია - შსს
ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია - შსს

რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, - ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების ცნობით, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და ის საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

,,აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი - ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა", - განაცხადეს შსს-ში.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system