თავში

ვნახეთ ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც თამარმა გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში - ადვოკატი

ვნახეთ ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც თამარმა გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში - ადვოკატი
ვნახეთ ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც თამარმა გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში - ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელიდან, აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია , - ამის შესახებ, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა. 

ადვოკატი გარდაცვლილი თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად უწყებაში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, იმის გარდა რომ თამუნა ბაჩალიაშვილის ტელეფონის გახსნისას, სოციალურ ქსელებში ინფორმაცია წაშლილი დახვდათ, ასევე არ იძებნება ლოკაციები.

"დღეს მობილური ტელეფონიდან ვნახეთ ინფორმაციის რაღაც ნაწილი, რაც მოვახერხეთ. Whatsapp-ი, Messenger-ი, Facebook-ი, Viber-ი - ყველა სოციალური ქსელიდან აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია. ბოლო ჩატი Whatsapp-ში 24 ივნისიდან არის წაშლილი და ზარები -  6 ივნისიდან. არანაირი ლოკაცია, ადგილმდებარეობა არ არის ნაჩვენები. როგორ შეეძლო განეხორციელებინა გადაადგილება თეთრიწყაროში და იმ ადგილებში, სადაც  ის ნახეს.  გამომძიებლებსაც, ვისთან ერთადაც დათვალიერებას ვახორციელებდით, ჩემს კითხვებზე არ ჰქონდა პასუხი. 

ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერი ვნახეთ, ვნახეთ 18 ივლისის ჩანაწერი, ულამაზესი გოგონას ულამაზესი ფოტო, რომელიც მან გადაიღო ძალიან ლამაზ ფორმაში, ცოტა მხიარული და ცოტა სევდიანი სახით, ეს იყო მისი გადაღებული სურათები", - განაცხადა რამიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system