თავში

"ვცვლი ბინას, თუ არსებობს ასეთი ადგილი..." - ინგა გრიგოლია

"ვცვლი ბინას, თუ არსებობს ასეთი ადგილი..." - ინგა გრიგოლია
ვცვლი ბინას, თუ არსებობს ასეთი ადგილი... - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს ეხმაურება და წერს:

"სამ დღეში ერთხელ წყალი არ მაქვს, ოთხ დღეში სამჯერ შუქი ქვრება. გადასახადები - იცოცხლეთ! 

ვეღარ ავუდივართ. (თავზე მინდა დავახიო, ვისაც ეკუთვნის). არადა, ითვლება, რომ მთლად ქალაქის შუაგულში ვცხოვრობ. 

ამათთვის არც ახალი წელია და არც ძველი, საერთოდ კიდიათ...

ხოდა, რატომ ვწერე ამდენი - ვცვლი ბინას კოსტავას ქუჩიდან, ნებისმიერ წერტილში, სადაც მუდმივადაა შუქი და წყალი. 

რა თქმა უნდა, თუ არსებობს ასეთი ადგილი ამ უპატრონო ქვეყანაში, რაშიც ეჭვი მეპარება", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system