თავში

"ზამთარს დავასრულებთ "ომიკრონით" - გიორგი ფხაკაძის პროგნოზი

"ზამთარს დავასრულებთ "ომიკრონით" - გიორგი ფხაკაძის პროგნოზი
ზამთარს დავასრულებთ ომიკრონით - გიორგი ფხაკაძის პროგნოზი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ წერს.

მისი თქმით, მსოფლიოში "ომიკრონით" ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

პროფესორი ვირუსის ახალ შტამთან საბრძოლველად, გამოსავალს რეგულაციების დაცვასა და ვაქცინის "ბუსტერ" დოზებში ხედავს.

"კორონავირუსის ახალი ვარიანტი - "ომიკრონი" იპყრობს შეერთებულ შტატებს, ევროპას და აფრიკულ ქვეყნებს.

მარტო ამერიკაში, ერთ კვირაში, ახალ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 0.4%-დან 2.8%-მდე და ნიუ ირკში კი ყველა ახალი კოვიდინფიცირებულიდან 13% ომიკრონის ვარიანტით არის ინფიცირებული.

დღეს საქართველოში დომინანტია დელტა ვარიანტი და, სავარაუდოდ, ზამთარს დავასრულებთ "ომიკრონით". გამოსავალი კი სამედიცინო პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, შენობების განიავება და ბუსტერ დოზებია! ხო, ჩინური ვაქცინები არ გამაგონოთ, რუსულებზე კი საერთოდ არ ვსაუბრობთ - პლაცებო ვაქცინები!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system