თავში

ზესტაფონში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია

ზესტაფონში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია
ზესტაფონში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია

ძლიერმა ქარმა, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რამდენიმე ხე წააქცია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაზარალებულა.

ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი.

"ძლიერი ქარის შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულებში, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკიპაჟები და ოპერატიულად მოხდა ყველა დაზიანების აღმოფხვრა. ამ დროისთვის ყველა სოფელს მიეწოდება დენი. მერიის ცხელ ხაზზე, ასევე შემოვიდა შეტყობინება, რომ ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი. ყველა ასეთ შემთხვევას ადგილზე სწავლობენ მერიის შესაბამისი სამსახურები და მოხდება მათი დახმარება. მინდა მადლობა გადაუხადო, სახანძრო - სამაშველო, "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადებს, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს დროული რეაგირებისთვის" , - გიორგი გოგლიჩიძე.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო - სამაშველო ეკიპაჟები, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის, "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები, რომლებმაც ოპერატიულად შეძლეს, პრობლემის აღმოფხვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system