თავში

ზესტაფონში ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა

ზესტაფონში ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა
ზესტაფონში ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა

ზესტაფონში ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მგზავრი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system