თავში

გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები ნარჩუნდება

გზაზე შეზღუდვები ნარჩუნდება
გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები ნარჩუნდება

გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები ნარჩუნდება, - ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. 

,,ამ ეტაპზე შეზღუდვა ნარჩუნდება მხოლოდ მისაბმელიანიებისთვის და ნახევრადმისაბმელიანებისთვის. უახლოეს საათებში აღდგება მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის", - განუცხადეს report.ge-ს გზების დეპარტამენტში.

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები გუდაური-კობის გზაზე, 31 ოქტომბერს, ღამით დაწესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system