თავში

ჟღერდებოდა მინიშნებები, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქიურად ვერ არის - მარიამ ჯიშკარიანი

ჟღერდებოდა მინიშნებები, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქიურად ვერ არის
ჟღერდებოდა მინიშნებები, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქიურად ვერ არის - მარიამ ჯიშკარიანი

მიხეილ სააკაშვილს ანტიფსიხოზურ პრეპარატს აძლევდნენ, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნაში, რომელსაც ორგანიზაცია რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს, საუბარია მიხეილ სააკაშვილის წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე და აღწერილია კონკრეტული ფაქტები.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენ გვაქვს ასევე ჰოლანდიელი ოჯახის ექიმის ანკეტაც და ჩანაწერებიც, ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, ასევე რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებაში შესვლისას ბარათი, რომელიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის დაწესებულებაში შესვლისას იღებდა მხოლოდ 2 პრეპარატს - ეს იყო ანტიდეპრესანტი და ასევე ტრანკვილიზატორი, რომელიც მას დაენიშნა ჰოლანდიაში პოსტკოვიდური სინდრომის დროს.

შემდგომში მას კიდევ დაემატა სხვა პრეპარატი ტრანკვილიზატორი, რომელიც ასევე ვერ გავიგეთ რატომ იქნა დანიშნული და სადღაც 5 დღეში შესვლიდან აძლევენ ანტიფსიხოზურ პრეპარატს, ეს პრეპარატი არის ნეიროლეფსიური საშუალება და FDA-ს მიერ მოწოდებულია, როგორც ანტიფსიხოზური პრეპარატი, მწვავე შიზოფრენიის სამკურნალოდ, ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, ასევე ენდოგელური დეპრესიის სამკურნალოდ.

ასევე იყო და ჟღერდებოდა გარკვეული მინიშნებები იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქიურად ვერ არის და ა.შ. კობახიძის და პრემიერმინისტრის განცხადებები იყო ამაზე, რაც ეჭვს იწვევს - რა ხდებოდა ამ მიმართულებით, რატომ იყო გეზი აქეთკენ აღებული და ამას შემდგომში დაემატა ისეთი ტენდენციები, რომელიც ჩვენ გორის ჰოსპიტალში ვიხილეთ, როცა იგეგმებოდა პრეპარატის დოზის გაორმაგება და შემდგომ უკვე ზრდა და ასევე გაურკვეველი ჩანაწერი, ორი ბოთლი კონიაკის თაობაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილი, ორ ბოთლ კონიაკს სვამდა ყოველ დღე. ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებულია ჩანაწერი.

აღებული იყო აქცენტი იმისკენ, რომ ვითომდა ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც მას დღეს აღენიშნება და სახეზეა კვლავ, ამის ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი გახლავთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ტენდენცია შევნიშნეთ ჩვენ, რომ მიდიოდა იქითკენ, ვითომ მიხეილ სააკაშვილი იყო ალკოჰოლიკი," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system