თავში

ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი მიმართვას ავრცელებს
ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი მიმართვას ავრცელებს

დავით კიკალიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ჟურნალისტი კოლეგებს, საქართველოს ხელისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ავსტრიაში მცხოვრები ორი ქართველი მოზარდისა და მათი ოჯახების ბედით დაინტერესებას სთხოვს.

„მოგმართავთ ჩემს თანამოქალაქეებს საქართველოში. ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობთ. დღეს ავსტრიაში აქტიურად განიხილება ორი ქართველი მოზარდისა და მათ ოჯახების დეპორტაცია საქართველოში. არ გამოვრიცხავ, რომ ავსტრიის ხელისუფლებას ჰქონდეს ფორმალური საბაბი ამ აქტის განხორციელებისათვის, მაგრამ აქვე არსებობს ბავშვთა უფლებები.

ვფიქრობ, რომ ამ ორი მოზარდისათვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ ავსტრიაში, აქ იზრდებიან, ჰყავთ კლასელები, მეგობრები და განვითარების სივრცე. ამ სივრციდან ასე უხეში ამოგდება, მათ ცხოვრებაში უდიდესი ტრამვა იქნება. 

ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია, ჩვენი კულტურის მედროშე. არ გამორიცხოთ, რომ მომავალში ამ ბავშვებიდან გაიზარდოს კიდევ ერთი პიანისტი ბუნიათიშვილი, ან ფიზიკოსი დვალი. ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება ასეთი შემაკავშირებელი სიმები მთელს მსოფლიოსთან, რათა საქართველო მომავალში უფრო განვითარებული და ძლიერი იყოს,“- ამბობს დავით კიკალიშვილი ვიდეო-მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system