თავში

ზოგიერთი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ არ ცხოვრობს ისე როგორც ქრისტეს მცნებას შეეფერება - მეუფე შიო

ზოგიერთი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ არ ც
ზოგიერთი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ არ ცხოვრობს ისე როგორც ქრისტეს მცნებას შეეფერება - მეუფე შიო

ზოგიერთი თავს ქრისტიანად და ეკლესიის წევრადაც მიიჩნევს, მაგრამ ვერ ცხოვრობენ, არ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს, ამ ძალასა და მადლს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ღმერთის სიყვარული ერ განწმენდს. 

"სამწუხაროდ, არ არიან ბევრნი ჩვენ შორის, ვინც ეწაფება ამ წყაროს და სარგებლობს მისით, რათა სათანადოდ იცხოვროს. მათ შორის, ზოგიერთი თავს ქრისტიანად და ეკლესიის წევრადაც მიიჩნევს, მაგრამ ვერ ცხოვრობენ, არ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს, ამ ძალასა და მადლს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბზობის დღესასწაულზე გვიქადაგა, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ვერ განსწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარება, ვერ განსწმენდს უფლის ცხოველსმყოფელი სისხლი, ყოველი წვეთი ამ სისხლისა არის მაცხოვნებელი და განმწმენდელი, თუკი ჩვენ მოვინანიებთ და მოვისურვებთ ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას. ღმერთმა მოგვცეს ასეთი სინანული, ამ განწყობით ვიდგეთ დღეს უფლის საფლავის წინაშე", - განაცხადა მეუფე შიომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system