თავში

ზონალური პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

ზონალური პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება
ზონალური პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტის დაწყების თარიღს საზოგადოება მომდევნო მთავრობის სხდომაზე შეიტყობს.

„შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. პრინციპი და წესები იგივე იქნება - მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს თავისი ავტომობილები და მათთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. სხვა მოქალაქეებისთვის, მომსვლელებისთვის პირველი 15 წუთი იქნება უფასო, შემდეგ კი უკვე ჩაირთვება ღირებულება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირებისთვის, Aკატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასოა, რათა წავახალისოთ ელექტრომობილების არსებობა ქალაქში. ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე, დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები ვაკის რაიონშიმოიხსნება. დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე მოგაწვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს, თუ როდიდან ამოქმედდება პარკირების ეს სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებსა და მიმდინარე ქუჩებზე. მოსახლეობას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ როდიდან ექნება რეგისტრაციის საშუალება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე მუნიციპალური პავილიონები განთავსდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system