თავში

ზუგდიდში 800 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

ზუგდიდში 800 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს
ზუგდიდში 800 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც დევნილ ოჯახებს შეხვდა. ისინი წლების განმავლობაში სახელმწიფო მნიშვნელობის ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. მინისტრმა მათ დაუდასტურა, რომ 200-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართი ახალაშენებულ კორპუსებში, უპირობოდ გადაეცემათ

ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.2020 წელს, თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. 2021 წლის ბოლომდე კი, ახალ საცხოვრებელს, კიდევ 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. დამატებით, ზუგდიდში იგეგმება 1 700 ბინის აშენება დევნილებისთვის. ბინები როგორც ნგრევად შენობებში მცხოვრებ ოჯახებზე, ისე კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათა სისტემით, განაწილდება.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system