თავში

ზუგდიდში კორონავირუსზე 369 პირი გამოიკვლიეს

ზუგდიდში კორონავირუსზე 369 პირი გამოიკვლიეს
ზუგდიდში კორონავირუსზე 369 პირი გამოიკვლიეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 369 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულებს შორის ცხელების ცენტრების ექვსი პაციენტი, სამედიცინო სფეროს 27 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 247 თანამშრომელი, 24 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 39 პირია.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system